როცა საქართველოს უტევდა მტერი როცა ტიროდა ქართველი ერი,
როცა საქართველოს დიოდა მტვერი იხოცებოდა ბავშვი და ბერი...
როცა ბავშვების ისმოდა ტირილი და როცა შავებს იცვავდა დედა,
როცა ისმოდა სიმწრის ყვირილი როცა სუფევდა ჩვენს ირგვლივ სევდა...
იჯდა ხის ძირას დაჭრილი კაცი, საბრალო მტრისკენ ვეღარ გარბოდა,
ობლად მიგდებული ჩვენი ჯარისკაცი ჩაფიქრებული მისთვის ამბობდა,
ღმერთო მომეცი ადგომის ძალა მე მინდა ჩემს მტერს გული გაუპო,
მსურს რომ გავიქცე მე მტრისკენ ჩქარა ჩემი სამშობლო მას არ გაუყო..
ღმერთო მომეცი ხელი რომ ავდგე, მსურს ჩემი მტრების დავლიო სისხლი
მომეცი ძალა მაგრად რომ დავდგე და რო მოვიკლა მე მათი ზიზღი.,
მწამს უნდა მოვკვდე დავლიო სული გახსოვდეს მუდამ მიყვარდი საქართველო,
მალე გაჩერდება მებრძოკლი გული იქაც მეყვარები ჩემო სანატრელო....
დედა მაპატიე უკან ვერ ვბრუნდები ვიცი შენი გული უკვე გაწამდა
გიხსენებ დედი ნაზად ვბრუნდები გახსოვდეს მტერი ჩემიტ გამწარდა,
ქართული მიწის ვკვდები ფერებით ძმებო მომიგონეთ დაცალეთ ბოცა
მე თქვენ მიყვარხართ მუდამ გეფერებით არ დამივიწყოთ დათვრებით როცა...
ვიცი მებრძოლნო უკვე მოვკვდები მტერი სემაკვდა მე ათი კაცი
მესმის რომ უკვე ვეღარ მოვრჩები მტერი ჩვენ თვალში სულ იყო ვაცი,
თქვა და საბრალომ დალია სული, ის იქვე ხესთან მიწაზე გაწვა,
მისთვის არასდროს მეფობდა ფული პატივი იყო სამშობლოს დაცვა...
მართლაც ასეა ქართველი კაცი სიკვდილის წინაც მუდამ ილოცება
თუ კვდება ჩვენი ერთი ვაჟკაცი მტერთა ათი კაცი იქვე იხოცება
ამ ლექსის წერის დროს არვიცი რატომ მაგრამ ცრემლები ჩამიდგა თვალში
ჩემო სამშობლოვ მე მუდამ გნატრობ ჩვენ შენს წინაშე მუდამ ვართ ვალში!!!!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев