თუ ქალს უყვარხარ არის თურმე ღმერთის წყალობა! განა ყველა ქალს შეუძლია კაი ქალობა! ქალი სწორ გზაზე დააყენებს გზიდან აცდენილს, ქალი იწვება სიკვდილისთვის როგორც სანთელი, ქალი მამაკაცს უტოლდება ჭირთა თმენაში, ქალი სიტურფეს ინარჩუნებს ფოთოლცვენაში, ქალი?! ქალობა არგეგონოთ იყოს ადვილი, ყველაზე წმინდა არის ქვეყნად! დ ე დ ი ს მ ა ნ დ ი ლ ი !•••
უბრალოდ წაიკითხეთ: ერთხელ, მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ბიჭუნამ, დაახლოებით 6 წლის იქნებოდა, ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა: “–ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“ უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა: „–თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“ ღიმილით დავუთვალე ფული. „–ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“–ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა სიჯიუტემ გამაკვირვა... დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა...ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი. – "ეს თოჯინა, ჩემ დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყ