ქალი სიყვარულის სიმბოლოა
მშვენიერ გრძნობებში ჩაქსოვილი,
ქალი ოცნება და ფიქრებია
ღამის ნაზ სიზმრებში დაქსოვილი,
ქალი სითბოა და ალერსია
მარტის გიჟურ ვნებას აყოლილი,
ქალი აპრილების იაა და
ტოტი,საფერებლად ჩამოწვდილი,
ქალი რბილია და სათუთია
კვირტი,ნუშის ყლორტზე ამოზრდილი,
ქალი მათრობელა ღვინოა და
ძეგლი,საუცხოოდ ჩამოქნილი
მე ვარ ასეთი. რაც არ უნდა ძვირფასი იყოს ადამიანი, თუ ვიგრძნობ რომ ვკარგავ, მისთვის არ ვიბრძვი. უბრალოდ განზე ვდგები და მშვიდად ვუყურებ მის წასვლას. ის ვერც კი გრძნობს, ჩემს ბრძოლას საკუთარ თავთან.. რამდენჯერაც ვიბრძოლე, იმდენჯერ ვინანე. სწორედ იმ ადამიანებმა გამიცრუეს იმედები, რომელთა გამოც თავმოყვარეობას გადავაბიჯე. მე კი მათ მაგალითზე ვისწავლე - „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ.“.ისიც ვისწავლე - წასვლით სხვა მოსვლა იწყება ხოლმე. „წამსვლელი თვითონ დგება და მიდის,ზღვასაც აცოფებს ზედმეტი წვეთი.“წადი.
ბედნიერებას ვეძებდი ხარბად,
ბედნიერება ბედმა შეკონა,
არც ისე შორი არ იყო,ალბათ,
არც ისე ახლო,მე რომ მეგონა.
სულის ნაფლეთებს ზღვაზე მივარწევ,
ნავი სავსეა დარდით ულევით,
მზეს გეფიცები,გადავიქანცე
და მინდა მშვიდი ნავსაყუდელი.
მისი ლამაზი თვალები მიცდის,
სულს კვლავ იმედი მოუგონია,
არც ისე ახლოს არ არის,ვიცი,
არც ისე შორი,მე რომ მგონია