შენ შენი სუნთქვა მოგვეცი, რათა ეს სული შეგექმნა; შენი სისხლი დათხიე, რათა ის გამოგესყიდა, ღვთაებრივი ნათლისღების ემბაზი გვიბოძე, რათა ის განგვებანა, მეორე ნათლისღება - სინანული დააწესე, რათა ის განგვეწმინდა, შენი ყოვლადწმინდა საიდუმლოების ტრაპეზი განგვიმზადე, რათა ის განგეძღო; აქ ეკლესია მოაწყე, რათა ის გეკურთხებინა; იქ კი - სამოთხე, რათა მისთვის ნეტარება მიგემადლებინა; შენ ყველაფერი გააკეთე, რისი გაკეთებაც უკიდურეს სიკეთეს შეეძლო, იმისათვის, რათა ეს სული გეხსნა. ჩვენ კი ყველაფერს ჩავდივართ, რისი ჩადენაც შეუძლია ჩვენს უკიდურეს ბოროტებას, რათა ის დავღუპოთ! საუკუნო სასიძოვ ჩვენი სულებისა, ეს არ მოხდება! გვიჯობს ყველაფერი დავკარგოთ, მაგრამ სული შევინარჩუნოთ. რამეთუ მისი ერთხელ გადარჩენით მას სამუდამოდ გადავარჩენთ „რაჲ სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თჳსი იზღვიოს?“ შენი მადლი მოგვფინე, რათა ის შენი სასუფევლისთვის მოვიხვეჭოთ. ამინ!
წიგნიდან: ეპისკოპოსი ილია მინიატისი „მე გიხმობთ დღეს!“
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев