გილოცავთ მარიამობას ....ღვთისმშობელი გფარავდეთ...მისი ლოცვის მადლი შეგეწიოთ დედა ღვთისა ანუგეშებს ყველას, ვინც მას მიმართავს: .ჰოი, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე და გვიხსენ ჩვენ - მმოსავნი შენნი; დედოფალო, გვაცხოვნენ ჩვენ !ამინ…ამინ...ამინ...!!!
ჯვარცმულო იესოვ ჩემო, ძეო ღვთისა ცხოველისაო! შენ შენი სუნთქვა მოგვეცი, რათა ეს სული შეგექმნა; შენი სისხლი დათხიე, რათა ის გამოგესყიდა, ღვთაებრივი ნათლისღების ემბაზი გვიბოძე, რათა ის განგვებანა, მეორე ნათლისღება - სინანული დააწესე, რათა ის განგვეწმინდა, შენი ყოვლადწმინდა საიდუმლოების ტრაპეზი განგვიმზადე, რათა ის განგეძღო; აქ ეკლესია მოაწყე, რათა ის გეკურთხებინა; იქ კი - სამოთხე, რათა მისთვის ნეტარება მიგემადლებინა; შენ ყველაფერი გააკეთე, რისი გაკეთებაც უკიდურეს სიკეთეს შეეძლო, იმისათვის, რათა ეს სული გეხსნა. ჩვენ კი ყველაფერს ჩავდივართ, რისი ჩადენაც შეუძლია ჩვენს უკიდურეს ბოროტებას, რათა ის დავღუპოთ! საუკუნო სასიძოვ ჩვენი სულებისა, ეს არ მოხდება! გვიჯობს ყველაფერი დავკარგოთ, მაგრამ სული შევინ