თუ გიყვარს, რას უცდი შეჰკარი კამარა, სიგიჟე გეწვია, ახარე სამყაროს. მთის წვერზე შემოდექ, იყვირე, აბა რა! რომ თავად განგებამ წყალობით გახაროს. უყვარხარ მეცხრე ცას შეეხე ხელებით, წამი, რომ წამია, სიცოცხლედ გაწელე, მინდვრები მოხატე შეშლილი ფერებით, მზის სხივით ზეცაზე "მიყვარხარ" დაწერე. თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი, მადლობდე, მუხლებზე დაუდექ ზეციერს, ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე. გახსოვდეს, სიყვარულს სჭირდება იმედი, იმ გზებით იარე, ტაძარში რომ მიყავს
ისა ვარ ისევ, ვინც ვიყავი, ანდაც ნაკლები, ვისთვის როგორ და, ეს ცხოვრება მაინც ფუჭია..ჩვენ უხსოვარი დროიდან ვართ მიწის საკვები, და რომ ადვილად გადაგვყლაპოს, წლები გვჭმუჭნიან.
მე სიბრალული არ მჭირდება,ეს ნაღდად ვიცი..ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....ყოველთვის ჩემით წამოვდექი როცა დავეცი,და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები!!!!
არავის წინაშე დაიჩოქო, გარდა ღმერთისა!.მეგობრად ის მიიღე, ვისაც სურს ერთგულებას ძეგლი დაუდგას!.თუკი ვინმე ცუდად მოგექცა, არ შეიძულო, შეიბრალე, რადგან დაგკარგა!..გული თუ გეტკინა არ გაბოროტდე, ალბათ ასე იყო საჭირო!...როცა გტკივა, რაღაც, და ნოსტალგია ბოლოს გიღებს, დაფიქრდი, რატომ გტკივა ,რატომ იქცა რაღაც ძვირფასი, ნოსტალგიად და ფიქრის ბოლოს მიხვდები, რომ დასაკარგი უნდა დაიკარგოს!....