დედაჩემს მხოლოდ ცალი თვალი ჰქონდა, ამიტომ
დედაჩემის ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა.
ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა.
დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ დედაჩემი
მოსასალმებლად მომიახლოვდა. მეგობრებთან ეს როგორ
გამიბედა? ძალიან მომერიდა, დედაჩემს სიძულვილით
შევხედე და იქედან გავიქეცი. მეორე დღეს, კლასში ერთი
მეგობარი მეუბნება „ააა მართლა, დედაშენს ცალი თვალი
არა აქვს?“.
ეს რომ გავიგონე, მინდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგ
ჩავარდნილიყავი, ან კიდევ დედაჩემი გამქრალიყო.
იმ დღეს დედაჩემი რომ ვნახე, ვუთხარი რომ “მე
სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ რომ მოკვდე,
უკეთესი იქნება“.
დედაჩემს ხმა არ ამოუღია, რაც რომ ვუთხარი, მაგაზე
არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძა