ფეხი ავურიე ძველებურად. სიგარეტს, მშვიდად მოვუკიდე და მანქანაში ჩაჯდომამდე, ერთხელ გავხედე; ვიცოდი ბოლო იყო, მაგრამ ნერვი ოდნავაც არ შემტოკებია, მე ხომ უკვე დაკარგული მყავდა და როგორც ძაღლი ეჩვევა ჯაჭვს, ისე ვიყავი შეგუებული იმ აზრს, რომ მან მიმატოვა... პირველი არ იყო ეს მიტოვება, ადრეც მივუტოვებივარ და ვიცოდი, როგორც ხდება ხოლმე... მიდიან, თავგადასავლებს ეძებენ, ათას სისულელეს სჩადიან, მერე სასმელს ეტანებიან, მერე "მეგობრებთან" ერთად "გასართობად" დადიან და გვიან, ძალიან დიდი ხნის შემდეგ ხვდებიან, გულწრფელ გრძნობას დააფურთხეს და სიყალბეს აეკიდნენ... "გვიანი არასოდეს არ არის! უბრალოდ საჭიროებას ეკარგება ფასი..." ისიც კარგად ვიცოდი, გაუთენდებოდა დილა, სადაც მე, ჩემი პიროვნებით, ჩემი ყურადღებით, ჩემი სითბოთი და სიყვარულით დავჭირდებოდი... ისიც კი ვიცოდი, რომ ვუყვარდი... ასე ხდება ხოლმე, უყვართ და მიდიან, მერე სჭირდებათ, მაგრამ არ აღიარებენ, აზრიც არ აქვს პრინციპში აღიარებას, რადგან მოისროლეს, ნაგავს კი ოჯახში, არავინ აბრუნებს... ჩავჯექი მანქანაში და დავქოქე, სარკეში ისევ გავხედე და ის დავინახე, რასაც ვერასოდეს ვვერავინ ხედავდა მასში, სინანული... ჩვეულებისამებრ სარკეში ჩავიხედე და კიდევ ერთხელ შევხედე სანამ მანქანას დავძრავდი. მან ტანჯვა და გულისტკივილი გამომაყოლა... იქნებ 5 თვის შემდეგ მიხვდა და ნანობს, სტკივა, სწყინს რაიმე, იქნებ უჭირს და ხომ ვიცი, ჩემზე გულწრფელი მეგობარი არასოდეს ყოლია, იქნებ სჭირდება მეგობარი, რომელიც თავს არ დაზოგავს ამ მომენტში... იქნებ დავეხმარო და დავუდგე გვერდში... აი ამიტომ წამოვედი ასე აუღელვებლად, ის ხომ რეალობას და საქციელის შედეგებს, გვიან აღიქვამდა ყოველთვის, მას ხომ ჩემი, ზუსტად ამიტომ უკვირდა, რომ მე ყველა შედეგს წინასწარ ვსაზღვრავდი და თვითონ, ეს არ შეეძლო... მე დღესაც მშვიდად ვარ, მაგრამ მე მენატრებოდა, მაშინაც კი, როცა ჩემს გვერდით იდგა, როცა ჩემ მკერდზე ედო თავი და თავისი ნაზი ხელებით მეფერებოდა, მელაპარაკებოდა ათას სისულელეზე.... ყოველთვის ერთნაირად მიყვარდა და მენატრებოდა. მაგრამ დღეს მე ბედნიერი ვარ ეს ყველაფერი რომ აღარ არსებობს. აგარ მაწუხებს ის თუ როგორაა რას შვება და რას აკეთებს. არ მეგონა ასეთი თავისუფალი და ბედნიერი თუ ოდესმე ვიქნებოდი......


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев