უფალო ღმერთო ! უფალო ძლიერო ! ,ღვთისმშობელო მარიამ !გთხოვ განმიკურნო ნატკენი გული და ნატანჯი სული არ მიაკარო სევდა და დარდი ჩემს შვილებს და ყველა იმ ადამიანს რომლებიც ჩემი გულის საკანში არიან მიანიჭე მათ სიყვარული,სიხარული და ბედნიერება . ამინ !
უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის სიტყვა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე შამბეზეში (ჟენევა 22-27 იანვარი, 2016 წელი)
"თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიაქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა უწმიდესნო და უნეტარესნო მწყემსმთავარნო, მეუფენო, მამანო და ძმანო, გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით.
თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინეპოლში შევიკრიბეთ და დავსახეთ ძირითადი მიმართულებები წმინდა და დიდი კრების ჩასატარებლად.
მაშინ გადაწყდა მთავარი პრინციპიც ჩვენი მუშაობისა, რომ როგორც კრების წინარე შეხვედრები, ისე თვით კრება კონსესუსის პრინციპით უნდა წარმართულიყო, რაც გულისხმობს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილეობას კრებაზ