ჩემი წარსული სევდის ფერია,
ერთი დღით ვცხოვრობ ესეც ბევრია,
ხვალ თუ მოვკვდები ეს დღე ჩემია,
შენი თვალებიც სევდის ფერია,
ვიცი იქ წავალ სადაც მელიან,
სადაც სიბნელე.......მხოლოდ ცეცხლია,
ჩემგან სიკეთეს აღარ ელიან,
წავალ ჩემი გზით ვიცი მელიან,
ვიცი უჩემოდ აქ არ ტირიან,
უჩემოდ „ისიც“ ბედნიერია.
//დათო//
სევდით დაღლილი
ჩემთან მეტად ბევრია ცრემლიანი დღეები,
წლები ისე გარბიან ვეღარაფერს ვერ შეცვლი,
ჩემს გულში მყავს დაბმული იდუმალი ტყვეები,
რა ვუშველო ამ სევდას მე ამასაც ვერ ვხვდები,
............
გაივლიან ეს წლები, დრო და დრო მეც ვნებდები,
აღარც რამის იმედი მაქვს, ვერ მივდივარ ვჩერდები,
სადღაც ბნელში დამიღამდა მსურს და მაინც ვერ ვდგები,
თვალებს მალე დაეტყობა რომ უშენოდ ვბერდები,
..........
გაივლიან წამები გაივლიან თან ბევრნი...
ჩაივლიან ღამენი ამ სევდიან მხარეში,
ჩემთან ბევრად მეტია ცრემლიანი ღამენი,
გულიც სულიც გონებაც სევდით დავიღალენით.
//დათო//