"ვერ აპატია ეს ღალატი, არადა ნათქვამი ჰქონდა, შენ გარდა ქალი არ მინდაო. ალბათ, ამიტომ უფრო ვერ აპატია, არ გაულანძღავს, ეხვეწებოდა რამე ცუდი მითხარიო, მაგრამ, ამან გაუღიმა და ლოყაზე ხელი მოუსვა. მარტო ის უთხრა:
-"გული ასე არავის ატკინოო" და კარი ჩუმად გაიხურა."