შვილი ემიგრანტ დედას: მამა? მამაც მენატრებოდა, მაგრამ დედა… დედის სითბო სხვარამეა!
ამ ნაწერს ისინი ვერ გაიგებენ ვისაც დედის გარეშე არასოდეს უცხოვრია!…რამდენი წელი ველოდებოდი დედის დაბრუნებას, რამდენჯერ მინატრია მისი თბილი ხელი, რამდენი ღამე დამთენებია იმაზე ფიქრით როგორი იქნებოდა წლების შემდეგ ჩვენი შეხვედრა, რამდენჯერ მიგრძვნია ის სუნი როცა საწოლში ვითომ მძინარეს მაკოცა და სახლის კარი უვადოდ გაიხურა – მე კიდევ სუნთქვა შეკრული ჩუმად ვუსმენდი როგორ ემშვიდობებოდა მამას და მაშინ მივხვდი, რომ მალე მამაც აღარ იქნებოდა ჩემს გვერდით… მერე იყო თინეიჯერობის და ყმაწვილკაცობის ფრთამოტეხილი წლები, ქორწილი სადაც ქოჩორი დედის გარეშე გადავივარცხნე.ახლა როცა დამიბრუნდა და ჩემს გვერდით ზის მინდა მაგრად ჩავე