თქვენ ჯერ პირი გამოირეცხეთ, ვიდრე ჯვარით მოქადულ ქართველ ხალხს ახსენდებდეთ. როცა თქვენ ტიბრის ნაპირებზე შიშისაგან ჰკანკალებდით, ჩვენ მცირე აზიაში ვებრძოდით მუსულმანებს, და ბაგრატიონების გაშლილი დროშები შეგვქონდა იერუსალიმში“.
გამომძიებელი წამოდგა.
„არც ჩვენ ვყოფილვართ ლაჩრები“.
„თქვენ ამ დროს თქვენი წმინდანების ძვლებით ვაჭრობდოთ“.
გამომძიებელი გაფითრდა.
„როგორ თუ ძვლებით“?
„მარტო რომმა გაჰყიდა აღმოსავლეთში ორასი ათასი წმინდანის ძვალი’’...
„ორასი ათასი’’?
გამომძიებელი გაჩუმდა.
„ჩვენ წელში გაგვწყვიტა ქრისტეს ჯვრის ზიდვა. ნახეთ საქართველოს აღმოსავლეთი და სამხრეთი-ნასახლარები და ტაძრების ნანგრევები დარჩა მხოლოდ! მიტომაც დიდხანს ვეღარ ვძლებ საქართველოში.
ჩვენ გეძახოდით, შველასა გთხოვდით... თქვენი