... ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია. ....
მე თავისუფლად დავთმობ
ცხოვრებას
თუ სიყვარული არ მიწერია
ტირიფებს ვაცლი ფოთლებს
დანამულს
ლექსის სტრიქონში ბევრი
ცრემლია
განშორებების განშორებაში
მონატრებები მაინც
რჩებიან
მუსიკა უკრავს ძველ მელოდიას
სევდიანია საფლავზე ვარდი
სიცოცხლე იცი? რატომ არ
მინდა
უუნუგეშოდ რომ შემიყვარდი
და საქანელა ქანაობს ისევ
ვით სახრჩობელა ქარის
ნებაზე,
ო! როგორ მინდა ახლა ძვირფასო
თვალცრემლიანი ისევ მეძახდე.
ღამის კოცონში იწვის ვარსკვლავი
მე კი არასდროს აგიხირდები
რადგან სიკვდილი ვერ მომერევა
თუკი მარიამ მეტყვი,, მჭირდები
და ცეცხლის ალზე თამაშობს
სევდა
მიწას აეწვა სახე ვნებებით,
ხელს თუ ჩამკიდებ ჩემო
ძვირფასო
მაშინ სიკვდილსაც არ დავნებდები
და ჰა, მოვიდა დიადი ჟამი
მზე გადმოგორდა ცის თ
გიყვაარს?!?
მნიშვნელობა არ
აქვს მასთან ერთად იქნები
თუ არა...უბრალოდ ილოცე მისთვის და
ღმერთს შესთხოვე მისი კარგად
ყოფნა...დაშორება არ ნიშნავს იმას რომ
დაივიწყებ...უბრალოდ ხანდახან ასე
ჯობია
მისთვის ვინც გიყვარს...როცა არჩევანს
ვერ აკეთებს ადამიანი შენვე უნდა
გაეცალო ,რადგან გაიხლიჩება მისი
სული...გაუშვი რადგან თუ არ უნდა შენთან
ყოფნა მაინც წავა და
მიგატოვებს...სიყვარული გრძნობაა და
არა
თანაგრძნობა ,რომელიც არ მჭირდება მე
არავისგან... შეიძლება უყვარდი ან
უყვარხარ , მაგრამ ალბათ ისეთი
ძვირფასი
არ იყავი მისთვის ,რომ შენს გამო რაიმე
დაეთმო..
ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას,
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.
ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს.
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.
ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სვამ რაც უნდა ქნას.
ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას,
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გასწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ, არც.
ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით გზად
არ
გელოდები...
რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს...
გელოდები მხოლოდ ერთს...
და მხოლოდ ერთხელ მოდი...
განა გული მინდა გთხოვო...
სიყვარული გთხოვო!
მხოლოდ ერთხელ დამენახე..
თვალს შეგავლებ მხოლოდ...
მერე წადი ისე წადი რომ არ
გაიხსენო
შენ ვინ იყავ! მე ვინ ვიყავ!
ან ვინ დავრჩით ბოლოს..
წადი...
თვალზე ცრემლს შევიშრობ...
დაგილოცავ გზა კვალს...
და არავის არ ვუამბობ
ამ შეწყვეტილ ზღაპარს..