დედა- შვილობა ღმრთისგან ბოძებული უწყვეტი ჯაჭვია ღმერთმა დალოცოს ყველა დედა, ყველა მომავალი დედა და შვილებს კი მისცეს სიბრძნე რომ სათანადოთ დააფასონ დედები უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ, გაიხარეთ! ამინ!
#ნათიადედაზე
დედა ვარ, ქვაზე და რკინაზე ძლიერი, შვილების გულისთვის კლდეს შევეჭიდები, ავიტან, მოვითმენ, ვიქნები მშიერი, სანამ სული მიდგას, ჩემ შვილებს ვჭირდები. ქალი ვარ, ცხოვრების ათასგზით ნატანჯი, სახეზე მატყვია ქარცეცხლის იარა, უფალო! შვილებთან სიშორით რატომ მსჯი რამდენჯერ დავცალე ტკივილის ფიალა. დედა ვარ, ლომივით ვისწავლე "ღრიალი," ჩემ ჯიშს და მონაგარს კბილებით დავიცავ, ვიბრძოლებ, სანამდის ჯანი მაქვს მთლიანი, მიწაზე დაცემას ვერასდროს ავიტან. ყოველი ცრემლი და უძილო ღამენი, ბალიშზე ნაგროვებ სევდად რომ აწვეთავს, ეს დედის ცრემლია, თვალებზე ნადენი, გულში რომ იდუღებს ცხელ სისხლად ნაწვეთარს. დედა ვარ, არწივის ძლიერი ფრთებით და შვილების დასაყრდენ ძალად და იმედად, ტაატით გატარებთ დაღლილი მხრებით და გავუძლებ, თ