კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა:გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ და შემოვიპატიჟოთ სახლში.ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა .– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა. – ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება,ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ,თუ რომელი ჩვენგანი გსურთ შემოვიდეს თქვენს სახლში. – მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო. – მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გვექნება . ქალი არ დაეთახმა ქმარს. – რატომ? არ სჯობს,რომ წარმა
როგორ შექმნა ღმერთმა ქალი – იგავი, რომელიც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს........
მეექვსე დღე იწურებოდა და სამყაროს შექმნა დასრულებული იყო, როცა ღმერთმა გადაწყვიტა შეექმნა ქალი. რამდენიმე საათის თავაუღებელი შრომის შემდეგ მასთან მთავარანგელოზი მივიდა და გაკვირვებულმა ჰკითხა
– რატომ ხარჯავ ამდენ დროს მის შექმნაზე? ყველა სხვა არსება ხომ რამდენიმე წუთში შექმენი.
ღმერთმა ამოიოხრა და მიუგო:
– ეს უნიკალური არსება იქნება, რომელიც სამყაროში ჰარმონიას, სიყვარულს, სილამაზეს და მშვიდობას მოიტანს. დააკვირდი მისთვის დაგეგმილი სპეციფიკაციების ჩამონათვალს: 200-ზე მეტი შემადგენელი ნაწილი ექნება, მაგრამ მისი მოძრაობა გრაციოზული და დახვეწილი უნდა იყოს. იგი თავად იქნება საკუთარი თავის მკურნალი და მასთან ახლოს მყ