მარიამ, თვალებში სევდა გაქვს ჩამდგარი ცრემლებმა სრულიად შეგცვალეს, მარიამ შენს ყელზე სევდებმა შეიკრეს ნაწნავი ნუ ტირი, ნუ დარდობ, ნუ სწუხხარ ძალიან მარიამ, ნუ გიყვარს ასეთი სიმძაფრით ასეთი სიმძაფრით ნუ გიყვარს, მარიამ დათმე და მაგ გრძნობებს წაიღებს ნიავი გარეთ, ხომ ასეთი, მომკაცრო ქარია მარიამ, თითები, თითები დაინდე ნუ დაწერ ნუ დაწერ უბრალოდ მოეშვი მარიამ, გეღლება მაჯები, გაიგე ნუ ტირი, და თვალებს მისას ნუ მოელი მარიამ, ნუ სწუხხარ, ძლიერი იყავი და ტყვია ესროლე დატანჯულ ოცნებას მარიამ, ნუ გიყვარს ასეთი სიმძაფრით ოღონდაც მის გამო არ დათმო ცხოვრება ქარია, მარიამ, ქარი და გიხმობენ გიხმობენ ქუჩები, წვიმები, მარიამ ადექი და კაბა ზეცისგან ითხოვე ამაყად იარე, ნუ ტირი მარიამ მარიამ, შენს სულში შეუშვი ნიავი გაუშვი, გაუშვი, გაუშვი გულიდან ოღონდაც ნუ გიყვარს ასეთი სიმძაფრით მარიამ, ასეთი სიმძაფრით ნუ გიყვარს გეღლება, გეღლება, გღლება თვალები თვალები, რომლებმაც გამხილეს, მარიამ ჩამოხტი ზეციდან და ნელა დაეშვი ვიცი, რომ რთულია, ძალიან, ძალიან მარიამ, ნუ გიყვარს ასეთი სიმძაფრით ასეთი სიმძაფრით ნუ გიყვარს, მარიამ მაგ გრძნობებს აკრეფს და წაიღებს ნიავი გარეთ ხომ ასეთი მომკაცრო ქარია
Комментарии 35