გუშინ მოხუცი, ტკბილ მეუღლეს გამოეთხოვა,
უკვე სულ მარტო გააგრძელებს თავის გზა–სავალს , რამდენი რამე გაახსენებს დღეიდან მის თავს მოეფერება მის საღამურს და მის წინსაფარს.
წიგნის ფურცლებად გაიშლება მთელი ცხოვრება,
ცრემლი დანამავს ნაოჭებით დაღარულ სახეს,
მოენატრება, მიაკითხავს სასაფლაოზე,
ტირილისაგან ძლივს ამოთქვავს საყვარელ სახელს.
არ ემეტება სიყვარული ცივი მიწისთვის
ამოიოხრებს ისე, გულსაც ამოაყოლებს,
მის გვერდით თითქოს ყველაფერი იყო იოლი,
ახლა კი ბედმა მიუსაჯა მას სიმარტოვე.