&
მამაო გაბრიელ, წყალობით უფლისა,
მიწამლე, ჩემს გულში თუ რამე წყლულია.
ოდესმე თუ სადმე წაქცეულს მიპოვნი,
მიშველე, რადგანაც სიცოცხლე მწყურია.
მამაო გაბრიელ, უფალთან დამლოცე,
მიხსენი, ცხოვრება ძალიან რთულია.
გისმენ და ვედრებით შევთხოვ და დამმოძღვრე,
ვიცი,რომ მთავარი ცად სიყვარულია.
მტრითაც და მოყვრითაც ღირსებით მატარე,
სინათლე მომეცი, უკუნით ღამეში.
ხანდახან ვტყუივარ, ხანდახან ვტყუვდები,
ხანდახან ტკივილს ვგრძნობ აქ,გულის არეში.
დამლოცე წმინდაო, მომგვარე საშველი,
რომ ნებით უფლისა სხეული განვკურნო.
ყოველ დღე შენს ხატს რომ ვუყურებ სახეში,
მინდა რომ დამლოცო, სიმშვიდე მარგუნო.
რომ აღარ ავენთო ეშმაკის ხრიკებზე,
რომ გული საჯიჯგნად არ მივცე ყვავ-ყორნებს.
რომ აღარ დავგორდე ცხოვრების კიბეზე,
ვიცი რომ