იქ, სადაც უყვართ, არ იღვრება ტყუილად ცრემლი, იქ, სადაც უყვართ არ იმსხვრევა ტყუილად ჭიქა, იქ, სადაც უყვართ, მდინარენი ერთმანეთს ერთვის, იქ, სადაც უყვართ მუსიკის ხმა იღვრება ციდან... და როგორ მინდა მეც იქ ვიყო, იქ, სადაც უყვართ .
არის წუთები,როცა ფიქრობ,ყველამ დაგტოვა,
არის წუთები,როცა ფიქრობ,ვერ შეელევი,
მაგრამ ცხოვრება არის,ალბათ,ბევრის დათმობა
და უსასრულო მოლოდინი ბედნიერების.
ცხოვრება არის ზოგჯერ ჭირი,ზოგჯერ გართობა,
ხან თავსატეხი,ხან პრობლემა,ხანაც იმედი,
როგორც ფიქრების ასწლიანი ღვინით დათრობა,
ძველ სიყვარულის ძველის ძველი დანაპირები.
არის მომენტი,ცხოვრებაში თავის დაკარგვის,
შენი ოცნების გაცრუებას რომელიც მოჰყვა,
არის მომენტი ცხოვრებაში კვლავ სიყვარულის,
დიდი ცხოვრების ძლიერ ტალღებს ისევ რომ მოჰყვა.