Предыдущая публикация
ქვეყნად სიმართლეს ვერ ნახავ,ნუ იღლი ტყულად თავსაო;
მოვა ღმერთი და გაარჩევს მტყუან–მართლსა კაცსაო;
თავის ადგილებს მიუჩენს ყველას–კეთილს და ავსაო;
გულო გაჩერდი,ნუ შფოთავ,ნუ ეძებ სამართალსაო;
სჯობს დაითმინო ყოველი,ცრემლი შეაშრე თვალსაო;
მოვა ღმერთი და დაგიცხრობს ჭრილობას,იარასაო;
აგიყვანს,მკერდში ჩაგიკრავს და შემოგავლებს თავსაო;
გულო გაჩერდი,ნუ მტკივხარ,ნუ ეძებ სამართალსაო;
შენი ტკივილი ითმინე,სხვისა აიღე თავსაო;
სულ მალე მოვა უფალი,მოიქნევს ცეცხლის ხმალსაო
და განსჯის ქვეყნად ყოველთა,ყველა ცოდვას და მადლსაო;
გაჩერდი გულო,ნუ სტირი,გაუძელ ტკივილს მძაფრსაო;
მოვა ღმერთი და მოიტანს,ზეციურ სამართალსაო !
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев