იყავი ნამდვილი,
ბუნებრივი,
გამოხატე შენი გრძნობები,
იარე შენი ოცნებებისკენ,
ნურავის მიბაძავ და ნურავის დაემსგავსები,
მხოლოდ საკუთარ თავს შეედარე ყოველდღე,
დაე, ვისაც ეყვარები ასეთი ნამდვილი უყვარდე, შენებური და გამორჩეული. ♡
რა კარგია, როცა ამ ქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელიც ბედნიერია მაშინ, როცა ბედნიერი ხარ შენ,
ადამიანი, რომელსაც ახარებს შენს სახეზე სიხარულის და ღიმილის დანახვა,
ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს გაგილამაზოს ყოველი წუთი,
ადამიანი, რომელიც ერთგული მეგობარიცაა, მესაიდუმლეც და შენი გულის განუყოფელი ნაწილიც. ♡
უფრო როგორ დაგიბედო? თვითონ ბედად მყავხარ,
ამ ურწმუნო სამყაროში მარტო შენ რომ მწამხარ.
უფრო როგორ შეგეჩვიო? უკვე ჩვევად მყავხარ,
რადგან ყველა საქციელში, მოქმედებით ვგავართ.
უფრო როგორ შეგიყვარო? გულის ნაცვლად მყავხარ,
და მომაკვდავს ვემსგავსები, წამითაც რომ წახვალ.
უფრო როგორ დაგაჯერო? რომ სიცოცხლედ მყავხარ,
რადგან ირგვლივ ჩემს ცხოვრებას მარტო შენით ვმართავ.
უფრო როგორ გამოვხატო? ყველა გრძნობით მყავხარ,
და ამდენი ემოციით არსად უყვართ, არსად!
უფრო როგორ დაგებედო? შენი ჩრდილის მსგავსად,
რადგან ისე ახლოს გყავდე, როგორც მე შენ მყავხარ.
გულო გაჩერდი,ნუ ბორგავ,ნუ ეძებ სამართალსაო;
ქვეყნად სიმართლეს ვერ ნახავ,ნუ იღლი ტყულად თავსაო;
მოვა ღმერთი და გაარჩევს მტყუან–მართლსა კაცსაო;
თავის ადგილებს მიუჩენს ყველას–კეთილს და ავსაო;
გულო გაჩერდი,ნუ შფოთავ,ნუ ეძებ სამართალსაო;
სჯობს დაითმინო ყოველი,ცრემლი შეაშრე თვალსაო;
მოვა ღმერთი და დაგიცხრობს ჭრილობას,იარასაო;
აგიყვანს,მკერდში ჩაგიკრავს და შემოგავლებს თავსაო;
გულო გაჩერდი,ნუ მტკივხარ,ნუ ეძებ სამართალსაო;
შენი ტკივილი ითმინე,სხვისა აიღე თავსაო;
სულ მალე მოვა უფალი,მოიქნევს ცეცხლის ხმალსაო
და განსჯის ქვეყნად ყოველთა,ყველა ცოდვას და მადლსაო;
გაჩერდი გულო,ნუ სტირი,გაუძელ ტკივილს მძაფრსაო;
მოვა ღმერთი და მოიტანს,ზეციურ სამართალსაო !