ძვირფას ადამიანს ბევრჯერ აპატიებ, აპატიებ იმიტომ, რომ გიყვარს...
მოითმენ,
გაუღიმებ,
გვერდით დაუდგები,
მაგრამ დროის განმავლობაში შეატყობ საკუთარ თავს, რომ ისე ვეღარ ხარ, ადრე რომ იყავი.
გული გაცივდება, პეპლები მუცელში ძველებურად აღარ აფრინდებიან, აღარც შეხვედრაზე გაიქცევი პატარა გოგოსავით აღტაცებული, გულაჩქარებული...
აღარ, რადგან გულში სიყვარულის გარდა ფეხს მოიკიდებს კიდევ მეორე გრძნობა
- იმედგაცრუებისგან გამოწვეული ჩუმი ტკივილი.
ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ შენთვის სრულიად უცხო გახდება ის ადამიანი და ერთ დღესაც მიხვდები, რომ ძაფი, რომელიც მასთან გაკავშირებდა გაწყდა...