- ეჰ, როგორ უცებ დავბერდით ბიჭო.
- აბა გოგო, თვალსა და ხელს შუა. ის თუ გახსოვს პირველად ლექსი, რომ წაგიკითხე?
- მართლა ჩემზე დაწერე ის ლექსი, ჰა?
- ჰო, იმდენჯერ დაგისვამს ეგ კითხვა, ვფიქრობ, დღემდე არ გჯერა- ღიმილით უთხრა ბერიკაცმა.
- მე ისიც მახსოვს პირველად, რომ მაკოცე, გაზაფხული იყო, აპრილის თვე, ძელსკამზე ვისხედით.
- შენ საოცარი მეხსიერება გაქვს, აბა მე ისიც დამავიწყდა ბოლოს როდის გაკოცე.
ორთავეს გულიანად გაეცინათ.
- იცი, გული მართლა არ ბერდება თურმე, უშენობას დღესაც ვერ შევეჩვევი.
- მე იცი, რისი მეშინია? სულს მახსოვრობა რომ არ ჰქონდეს, სიკვდილის მერე, რომ ვერ გიცნო.- თქვა და ნაღვლიანი მზერა მიაპყრო სახედამჭკნარ, მოხუც ცოლს.
-შენ რა სულ უცნაურ რამეებზე გეფიქრება. თემ იცი, მე ახლა რა მინდ