Предыдущая публикация
არ გამატანო,
ჩვენი სიყვარული არ დავაცალკაოთ,
მოვარდნილ მდინარემ გრძნობები
გარიყა,
და ახლა ცხოვრების სხვა და სხვა
ხაზში ვართ.
გთხოვ, ხელი არ გამიშვა, ქარს
არ გამატანო,
ზეცაში აფრენილ გედს არ დამამსგავსო.
ლოცვამ და ვედრებამ მაინც ვერ მიშველა
და ჩვენი ერთგულება ფიცის
ჩაიფერფლა.
გთხოვ, ხელი არ გამიშვა, თორემ
შენც მოკვდები,
როგორც ის გედები მარტო რომ რჩებიან,
რჩებიან იქ სადაც სიცოცხლე
მთავრდება,
მეორე ნახევრის სიკვდილის კარებთან.
ივლიტა ჯიბუტს.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 4