მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე, როგორ სტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა?
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებ
"საინტერესოა სად გადის ზღვარი, როცა ურთიერთობა გენანება, მაგრამ თავმოყვარეობაც უკვე კისერში გიჭერს"
ასეთ დროს ზღვარს იმ ადამიანის "მნიშვნელობა" ავლებს, ის თუ სადამდეა მისი ღუზა ჩაშვებული შენს სულში, გულსა თუ ტვინში, რამდენად "მძიმედ" ჩაეშვა და დარჩა.
დადგება დრო , არადა სულაც არ გინდა, თავისით დგება...
აღარც ეს ზღვარი დარჩება მარადიულობას გამოკიდებული, აღარც ეს ადამიანი ღუზა "დაგამძიმებს".
ამოუშვებ , სულ რომ ფსკერზე იყოს, სულ რომ მთელი წლების დაგროვილი ძალა დაჭირდეს, მაინც ამოიცლი სულიდან და მიხვდები, რომ დაცარიელდი, ამ სიცარიელეში კი საკუთარ თავს იპოვნი...ანუ გაიმარჯვებ!
ზღვარს გადასცდები!
გგონია თავმოყვარეობამ გძლია? არაა, არ დაიჯერო! არც გაბრაზდე შენს სიამაყეზე...
ეს მხოლოდ დროის და
ნუ შეგეშინდება თუ სათანადოდ ვერ შეგაფასებენ. მთავარია ღმერთმა შეგაფასოს სათანადოდ. ნუ შეგეშინდება თუ განგსჯიან. მთავარია ღმერთმა არ განგსაჯოს. ნუ შეგეშინდება თუ ადამიანები მიგატოვებენ. მთავარია ღმერთმა არ მიგატოვოს..
რამდენი სიყალბეა . . . მე ცოტა დავიღალე . . . ისეთი ნისლია რომ გზა ვეღარ გავიკვალე, გრძნობებიც ყალბი გახდა ეს ვეღარ გავითვალე, ვის რამდენი ნიღაბი აქვს ესეც ვერ დავითვალე . . . ცოტა მეწყინა და ცოტა გულიც დამწყდა, ადამიანობა თითქმის ყველგან გაწყდა , ძმობის,მეგობრობის ხიდი ყველგან ჩატყდა, ერთგულებაც კი მგონი ერთად გაქრა. . . სიყვარულს შეგფიცებენ , აზრებს დაგახვევენ , გრძნობებს ხროვასავით გარს შემოგახვევენ , დრო გავა ნიღაბსაც მალე დაამსხვრევენ, გაგიღიმებენ და თავბრუს დაგახვევენ . . . ეს ჩვენი სამყარო დიდი თეატრია ტყუილში ყოფნა კი ჩემთვის სასჯელია. . . ვის რისი როლი აქვს უკვე ამერია