ზიარების ღვთაებრივი ძალა.
ქრისტიანო, ზიარება გსურს? ამ წმინდა პურს და ბარძიმს ხომ ხედავ წმინდა ტრაპეზზე? ეს ქრისტეს ხორცი და სისხლია! ეს თვით ღმერთია ხორცში! იქ ცეცხლია ღვთაებისა, ღირსეულთა განმანათლებელი და უღირსთა დამწველი! ნუ შეეხები, ნუ მიუახლოვდები, ჯერ ცოდვა მოიშორე შენი სულიდან! ვინმესთან იჩხუბე? ჯერ წყენის საკვრელი გახსენი. მრუშსა და მეძავს დანებდი? მაშ ჯერ გაწყვიტე მათთან კავშირი და ისე მიიღე წმინდა ზიარება.
გადაწყვეტილი გაქვს ისევ შესცოდო? მაშ განეშორე წმინდა ტრაპეზს! განეშორე წმინდა ზიარებას!
ზიარება - ეს ის სიყვარულია, რომლის ახსნაც არ ძალგვიძს. მას ვერ გაზომავ - ის განუზომელია! ეს არის ყველაზე დიდი საიდუმლო, ყველაზე დიდი სასწაული! სიყვარული ღვთაებრივი, სიყვარული სრულყოფილი, მთელ