დედის იმ ცრემლებს გაუმარჯოს შვილის ბედნიერებისთვის რომ ტირის,
იმ დედის გულს გაუმარჯოს ამდენ ტკივილს რომ იტანს.
დედის იმ მოთმინებას გაუმარჯოს დაბადებიდან დღემდე რომ ითმენს,
იმ დედას გაუმარჯოს რომელიც შვილის გულისთვის ყველაფერს იტანს,
იმ დედის ენას გაუმარჯოს რომელიც იავნანას მღერის და
იმ შ ვ ი ლ ს გაუმარჯოს ამ ყველაფერს რომ დაუფასებს დედას!!!
თუ დედა არ ხარ დედაშვილობის აზრს ვერ გაიგებ,ნათქვამს გონება ვერ აღიქვამს
და ქარი წაიღებს . დედის ფიქრები ყველა ჩვენგანის კართან ჩერდება, დედის
თვალებში ყველა ჩვენგანის დარდი ეტევა. დედაშვილობა- მარადისობის არის
ძახილი, დედაშვილობა- ყველა სიკეთის სარკე, სამხილი ,დედის ამაგი-
გადაუხდელი ვალი მარადი შვილიდან შვილზე გადასული წმინდა სახადი