ჩამეხუტე ისე ძლიერ ჩამეხუტე
მკერდს-შორის რომ სიყვარულმა გაიაროს მე თუ ზოგჯერ უნებურად გაგებუტე შენ ეცადე შემირიგდე! გამახარო! ამარიდე!მონატრებას ამარიდე! შენი ნახვა გულს ჭირდება ვით მალამო არ მინდა რომ გამუდმებით დღეებს ვთვლიდე და უშენოდ ეს ცხოვრება გავატარო!
მომაშორე!ეს ცრემლები მომაშორე! გამაღიმე! რომ სიცოცხლეს შეგადარო ამაფრინე! ღრუბლებს ზევით ამაფრინე! და მაჩვენე რომ ჩვენია ეს სამყარო!
შენი მონატრება მე ლექსს მაწერინებს,
ჩემი შთაგონების შენ ხარ მესაკუთრე,
შენი სიყვარული რითაც მანებივრებ
ჩემი ლექსებია მე რომ გესაუბრე…
შენი თვალები რომ მე თავს მაკარგვინებს
ჩემი შავი ზღვაა შიგ რომ ვიძირები
შენი სტრიქონებიც მალე გამაგიჟებს
ჩემი სტრიქონებით თავს რომ ვიგიჟებდი
შენი ფიქრებია ჩემი ანარეკლი ,
ჩემი მოგონება ჩუმად მოპარული,
შენი სიტყვებია ფურცლად დანაწერი,
ჩემი პოეზიაც ლექსად მოფანტული…
შენი ოცნებები მე რომ მომიძღვენი
ჩემი ერთადერთი სულის ტაძარია,
შენი გულიც იწვის ალბათ ჩუმი ცეცხლით,
ჩემი გულის ცეცხლი უკვე ხანძარია