@@@
გილოცავთ მარიამობას
ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი სიტყვები, ღვთისმშობლის გაცილება.
განმაცვიფრებლად იცხოვრა ყოვლადწმინდა მარიამმა. სასწაულებრივი იყო მისი მიძინება და გაცილებაც. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის განსაკუთრებული სიდიადის გამო რწმენითა და სიყვარულით მისული ყველა შეჭირვებული სარეცლის შეხებით იკურნებოდა.
პროცესიას სამოთხის რტოთი წინ იოანე ღვთისმეტყველი მიუძღოდა. წმინდა პეტრეს, პავლეს, იაკობსა და სხვა მოციქულებს სასახლე მხრებით მიჰქონდათ. დანარჩენი მორწმუნეები საცეცხლურებითა და ანთებული სანთლებით მიჰყვებოდნენ. საზეიმო სვლა სიონში დაიწყო, იერუსალიმი გაიარა და გეთსიმანიამდე გალობით მივიდა. მსვლელობას დასაწყისშივე გვირგვინის მსგავსი ნათელმოსილი ღრუბელი დაადგა და ბოლომდე
27 სექტემბერი.
დღეს არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა. დღეს ყოველი მორწმუნე განსაკუთრებით გამოხატავს ჯვრის თაყვანისცემას და სასოებით მიმართავს უფალს: „ჯვარსა შენსა თაყვანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენთა ვუგალობთ და ვადიდებთ“.
ჯვარი ერთ-ერთი უსაშინლესი იარაღი იყო, რომელიც ადამიანმა თავის დასასჯელად შექმნა. ყველაზე მძიმე დანაშაულის ჩამდენთ რომის იმპერიაში ჯვარზე გაკვრით სჯიდნენ. მაგრამ შემდეგში ჯვარი, რადგან მასზე უფალი ჩვენი იესო ქრისტე აწამეს, რომელმაც თავი ნებაყოფლობით მიიტანა მსხვერპლად კაცობრიობის სულიერი განთავისუფლებისათვის, სულიერ ტრაპეზად იქცა, რის გამოც მას თაყვანს ვსცემთ.
მაცხოვრის წამებიდან თითქმის სამი საუკუნე იყო გას