ვინ ხარ,სახე რატომ არ გაქვს? -----მაქვს,მაგრამ ვერასოდეს ვერავინ მხედავს. ----სახელი მაინც თუ გაქვს? ---- კი,მაქვს,მაგრამ ადამიანებს მივავიწყდი. -----რატომ? ----იმიტომ,რომ ჩემი ფასი არ იციან. ----როდის ხვდებიან მაგას? ----როცა მკარგავენ. ----არც მე ვიცი შენი ფასი? ----არა,არც შენ,რადგან შენში ვარ და ვერ მამჩნევ. ----როგორ უნდა გიგრძნო? ----თვალები დახუჭე და გულისხმას მოუსმინე. ----არ მესმის,ვერაფერს ვგრძნობ. ----იმიტომ,რომ სულამდე ვერ აღწევს შენი სურვილი. ---მინდა გიგრძნო... ----მაშინ მიეცი თავს ბედნიერების უფლება. ----და,მაშინ? ----მაშინ სამუდამოდ შენში ჩავრჩები... ----აღარ მეტყვი ვინ ხარ? ----კი,ოღონდ დამპირდი,რომ შენთან დარჩენის უფლებას მომცემ. ----რატო? სხვებს არ სჭირდები? ----მე ყველას