ვინმე თუ მკითხავს, რას ნატრობო ყველაზე მეტად,
არც დავფიქრდები, როცა გტკივა რა დაგავიწყებს...
მუშტად შეკრული ქართველობა მანახა ერთად,
ეს სიხარული, ყველა ტანჯვას გადამავიწყებს.
მე ვინატრებდი გლეხის თვალებს მშვიდს და დარიანს,
ცის-კრის ლოცვაზე ყველა ერთად მიიჩქაროდეს,
აი, რა მინდა, რას ვვოცნებობ, რა მიხარია,
უკუნისამდე, იგივ მინდა, რომ მიხაროდეს.
მე საქართველოს ქართველებით სავსეს ვინატრებ,
რამეთუ იგი, ვერ ყვავილობს ყლორტის გარეშე,
მეტი მზე მინდა, რწმენით სავსე მეტი სინათლე,
და არა უცხოს ამბოხი და ურცხვად თარეში!!!
გოგო–ბიჭების ჟრიამული მინდა მესმოდეს,
ღიმილიანი ამშვენებდეს ქუჩას წყვილები,
ცრემლიან მიწას სიხარულის ფრთები
ერთხელ მონაზონმა ჰკითხა წმიდა მაკარის, რა გზით უნდა გადავრჩეო. მაკარიმ უპასუხა: - წადი სასაფლაოზე და ლანძღე მკვდრები. მონაზონი უსიტყვოდ დაემორჩილა, წავიდა და საფლავებს ლანძღვა და ქვების სროლა არ დააკლო. - მითხარი, არაფერი უთქვამთ შენთვის მკვდრებს? - შეეკითხა მონაზონს მაკარი. - არა, მამაო - გაოცებით უპასუხა მონაზონმა. - ახლა წადი და ადიდე ისინი. მონაზონი წავიდა და მრავალი კეთილი სიტყვით შეამკო მკვდრები, ადიდა ისინი როგორც მართალნი და წმინდა ადამიანები, შემდეგომ კი კვლავ დაბრუნდა მაკართან. - რა გითხრეს მკვდრებმა? - კვლავ ჰკითხა მაკრამა მონაზონს. - კვლავ არაფერი უთქვამთ! - უპასუხა მონაზონმა. - ხომ ხედავ, მათ არაფერი უთქვამთ შენთვის არც მაშინ, როდესაც შეურაცხყოფდი და არც მაშინ, როცა ქება-დიდებას