მოციქულ პავლეს წერილი რომაელთა მიმართ 1:18 დან 32.
რადგან ცხადდება ზეციდან ღმერთის რისხვა ადამიანთა
ყოველგვარი უღვთოობისა და უსამართლობის გამო, უსამართლობით რომ აბრკოლებენ
ჭეშმარიტებას,
19
რადგან ის, რაც შეიძლება ადამიანმა იცოდეს ღმერთის შესახებ, აქვთ მათ, რადგან ღმერთმა გამოუცხადა მათ.
20
რადგან ის, რაც უხილავია მისგან – მისი მარადიული ძალა და
ღვთაებრიობა – სამყაროს შექმნიდან მოყოლებული ქმნილებათა ხილვით შეიცნობა.
ასე რომ, არა აქვთ მათ პატიება.
21
რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც
მადლი შესწირეს, არამედ ფუჭი გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი
გული.
22
თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და შეიშალნენ,
23
და უხრწნელი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის,
ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.
24
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა მათი გულისთქმებით უწმიდურებას, ისე რომ თავად ბილწავდნენ თავიანთ სხეულებს.
25
მათ ღმერთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს
სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა, რომელიც
კურთხეულია უკუნისამდე. ამინ.
26
ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან
მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ.
27
ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალთან ურთიერთობის ბუნებრივი
წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან
სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი
ცდომილებისათვის.
28
და რაკი არ ცდილობდნენ შემეცნებაში ჰყოლოდათ ღმერთი, ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას უწესოების საკეთებლად.
29
აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით,
ანგარებითა და სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით,
უზნეობითა და მაბეზღარობით,
30
არიან ცილისმწამებელნი, ღმერთის მოძულენი,
შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების
ურჩნი,
31
უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი.
32
იციან მათ ღმერთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს
იმსახურებენ, მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც
აქეზებენ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 1