რატომ წახვედიო, რატომ მიგვატოვე,
როცა შენს ბოლო გზას ერთად გავუყევით,
მაშინ შევიგრძენი ძმაო სიმარტოვე.
იდგა ნოემბერის ურჩი ბოლოები,
თითქოს ეს ამინდიც გრძნობდა უშენობას,
(თავშალწაკრულები იდგნენ გოგოენბი,
არ ეპუებოდნენ თავხედ შემოდგომას.)
მიჭირს უშენობა, იცი? ახლა უფრო,
რადგან სიზმარიდან უკვე გამოვედი,
სანამ მესაფლავემ სულ არ დაასრულა,
გულმა ვერ შეძლო და ახლოს არ მოვედი.
იცი რა ძნელია, როცა შენს საფლავზე
მოსვლა მინდება და მწარედ მეტირება?!
მერე ჩამოვჯდები, გულს რომ მოვიოხებ,
და ჩვენს ბავშვობაზე ჩუმად მეცინება.
წლები ისე წავა, თმებში ჭაღარები
უცებმოფრინდება ძმაო ფიფქებივით,
მიწას დავამძიმეთ მალე აღარავინ
მჯერა საბოლოოდ ერთად შევიყრებით.... ...... .....
.ხოდა ის ბოლო გზა იყო საშინელი,
ტალახს ყვავილები გულში ჩაეკონა,
დღემდე უკან დამდევს გრძნობა მაშინდელი,
შენ თუ დამტოვებდი ძმაო არ მეგონა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев