ერთხელ აბბა მაკარი მოწაფესთან ერთად ნიტრიის მთისკენ მიდიოდა. მან მოწაფეს წინ სიარული უბრძანა. დაწინაურებული მოწაფე წარმართ ქურუმს შეხვდა, რომელსაც ხელში ხის დიდი მორი ეჭირა და სადღაც მიიჩქაროდა. მოწაფემ შესძახა: დემონო, საით მირბიხარ? გაბრაზებულმა ქურუმმა სასტიკად სცემა იგი და გზა განაგრძო. ცოტა ხანში ის წმინდა მაკარის შეხვდა, რომელიც ასე მიესალმა: გამარჯობა, შრომისმოყვარე ადამიანო, გამარჯობა! ქურუმს გაუკვირდა და უთხრა: რა სიკეთე ნახე ჩემში, რომ მესალმები? ბერმა უპასუხა: მოგესალმე, რადგან დავინახე, რომ მშრომელი ხარ და ზრუნვით სადღაც მიიჩქარი. ქურუმმა მიუგო: შენმა სალამმა გული მომილბო, მივხვდი, რომ ღვთის დიდი მსახური ხარ; ამის საპირისპიროდ ვიღაც უცნობმა უბადრუკმა მონაზონმა, რომელიც ცოტა ხნის