} ყ ვ ა რ ე ლ ი { სადღაც დავდივარ ყვარლის ქუჩებში, ლამაზ ბილიკზე მარტო, ყვარლის სახელმა და სილამაზემ რომ იარსებოს ვნატრობ. ჩემი ლამაზი ძველი უბნები, კვლავ იარსებებს ვიცი, ყვარლის მშვენებას მოვეფერები, უფალთან დავდე ფიცი. ჩემს ლამაზ ქალაქს, უფალი ფარავს და დაიფარავს მჯერა, ვერ მივატოვებ მოხატულ ყვარელს, ვერ მივატოვებ, ვერა. როგორ დავტოვო ეს სილამაზე, სხვაგან სად ვნახავ ყვარელს, მოვეფერები, ჩემს ყვარლის შემდეგ ყველა, მშვენიერ მხარეს. } 29.11.2010 {
განა სიმთვრალე მალაპარაკებს?! ანდა, სიცივე შემოდგომისა, უფალმა იცის გრძნობები ჩემი, ტკივილი არის ჩემი გულისა. მე გულის ტკივილს ვუდძლებდი დიდხანს და მეშინოდა მაღალ ღმერთისა, ეს სიყვარული და თანაგრძნობა, მხოლოდ და მხოლოდ მქონდა ერთისა. მან კი დამტოვა, გაქრა გულიდან, ისე ვით ქრება აჩრდილი გრძნობის და მშვენიერი სიყვარულიდან, ეს სიძულვილი, კვალდაკვალ მოდის. } 28.11.2010 {
} დრო ცხოვრებისა { უბრალოდ არ ვიცი სიტყვები რა ვთქვა, ჩემი გულიდან გრძნობები გაქრა. ისიც არ ვიცი ლექსებს რისთვის ვწერ, ალბად დავწერე ვისზეც ვიფიქრე. და ვისზე ვფიქრობ მართლა არ ვიცი, ამ ლამაზ სიტყვებს ძლიერ განვიცდი. განვიცდი რადგან მიყვარს არავინ, განვიცდი, მაგრამ სიტყვას ვმალავდი. რატომ ვმალავდი ამ ლამაზ სიტყვებს, შევყვარებოდი მაღალ ღმერთს, იქნებ!.. რისთვის ვმალავ და ან რისთვის ვამხელ, იქნებ ეს ფიქრი გულიდან გაქრეს. უაზრო არის რაღაც ეს ფიქრი, მე ცხოვრების დროს ყოველ წამს ვითვლი... } 21.11.2010 {
} ბედნიერება { ბედნიერი ვარ რომ ახლოს მყავხარ და შენს ნაზ ბაგეს მალი_მალ ვხედავ, ვიცი ძვირფასო რომ არ გიყვარვარ, მე ამ სიტყვის თქმას ვეღარ გავბედავ. ბედნიერივარ რადგან ჩუმჩუმად, ვუცქერ შენს ცეკვას, დახატულ თვალებს, ბედნიერი ვარ რადგან გულს უნდა ეს სიყვარული და სილამაზე. ბედნიერივარ რადგან გიყურებ, მაგრამ, ამ ცქერით მიკვდება გული, ბედნიერივარ რადგან გაიგე, ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული!.. } 17.10.2010 {
შენზე ვფიქრობ მე, ვიძინებ ახლა, მინდა, ლამაზი ლექსი მოგიძღვნა, შენ რომ ძვირფასო ჩემს გვერდით არხარ, შენი ალერსი ახლა მომინდა. ახლა მომინდა შენი ალერსი, ახლა მომინდა ტკბილი სიტყვები, ახლა მომინდა სითბო ბაგესი მე ღვინით არა, შენით ვითვრები. შენით ვითვრები და მსურს მე კოცნა, თვალებში მინდა ჩაგხედო ჩუმად, მე შენგან შორს ვარ და მაინც გლოცავ, მე გლოცავ რადგან. მიბრძანა გულმა. მიბრძანა გულმა შენი დალოცვა, ეს სიყვარულიც მიბრძანა გულმა, მე შენზე ვფიქრობ როცა მარტო ვარ, მარტოობა ხომ ჩემს გულს არ უნდა. არც შენს გულს არ სურს მარტო დარჩენა, მარტო ყოფნა ხომ ძნელია თურმე, ჩემს გულის ბუდეს სითბო ჩარჩება, ვერვინ დაანგრევს ამ გულის ბუდეს!.. } 26.07.2010{
} მთვარე და მზე { მთვარე უცქერს, მზე კი ჩადის, მას გონია ემალება, კაშკაშა მზე შეუყვარდა მის სხივებს კი ვეგარ ხედავს. დაინახავს მთვარე მზის სხივს, უხარია გამოჩენა, იგი ხვდება მზესთან ყოფნა, არასდოდეს არ მოხდება. იგი ხვდება მზესთან ყოფნით, არც ღამდება, არც თენდება, მაგრამ მთვარეს გული სტკივა, უფრო ძლიერ უყვარდება. აღარ იცის რა ქნას მთვარემ, გადაწყვიტა დავიწყება, დაივიწყოს კაშკაშა მზე და სხივებიც გაუქრება. გაუქრება მზის სხივები იმ გულიდან ამოხეთქავს, მაგრამ მთვარე მაინც ფიქრობს და მზის სხივი, გულში ფეთქავს. } 17.06.2010{