ილორის წმინდა ტაძარში.
წირვა რომ აღევლინება.
ჩვენთვის ლოცულობს სანთელი.
ეს- თვით უფალმა ინება....
ღვთისგან ბოძებულ მიწაზე.
დღეს ცოდვა-მადლი ტრიალებს.
თუ ერთად აღარ დავდგებით.
ცხოვრება გაგვატიალებს.
"მეფე აფხაზთა" -დავითი.
ვაი, საფლავში ტრიალებს.
ქართველთა სისხლით გაჟღენთილ,
მიწად რა უნდათ "ტიალებს"?!
რად ჩაგიტეხავთ "აქ" ხიდი..
"იქ "რამ მოგფინოთ ნათელი?!
უფალო, მოგვეც სიმტკიცე!
აღარ ჩაგვიქრო სანთელი!
ჩვენ ორივენი შვილნი ვართ
ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნისა..
უფალს შევთხოვოთ ჩვენი ხსნა..
ერთსულოვნება ერისა...
ჩვენ დავბრუნდებით! გპირდებით!
რომ ერთად ვთქვათ სადღეგრძელო!
ჩვენ ყოველთვის ერთი გვქონდა
მწუხრიცა და სასიმღერო....
შენ უჩვენოდ წინ ვერ წახვალ.
საქართველოს კუთხევ ძველო!
ჩვენ მოვდივართ გაბ