ლეფსვერიძემ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. ცოლ-ქმარს უკვე ჰყავს სამი გოგონა. ნათია 34 წლის არის, მისი მეუღლე კი - 42 წლის."ეს უდიდესი ბედნიერებაა. როდესაც პირველად გავიგე, რომ სამ ტყუპ ვაჟზე ვიყავი ორსულად, ყველას გაგვიჭირდა ამ ამბის დაჯერება. ნიკა, ილია და გიორგი საკეისრო კვეთით გავაჩინე. ჩვენ გვყავს სამი გოგონა, რომლებიც 2, 4 და 6 წლის არიან", - განუცხადა knews.ge-ს ნათია ლეფსვერიძემ.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმების ინფორმაციით, ნათია ლეფსვერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნათია ლეფსვერიძემ ღუდუშაურის კლინიკაში იმშობიარა. ტყუპების დედა თავს კარგად გრძნობს."სამმაგი ბედნიერება ქიტაშვილების ოჯახში! 3 გოგონას შემდეგ ვაჟის მოლოდინში, 3 ტყუპი - ნიკა, ილია და გიორგი მოევლინა ქვეყანას!", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში ღუდუშაურის კლინიკის გვერდზე.ნათია ლეფსვერიძე 34 წლის არის, მისი მეუღლე კი 42 წლის.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев