"ცრებლები - ერთადერთი რამ არის, რაც წმინდა და სათუთია ადამიანში....ცრემლი გულის სარკეა, სულის ანარეკლი. ტკივილის დროს თითქოს შვებაა, შეცოდების დროს თანაგრძნობა, სიხარულის დროს ბედნიერების გამოხატვა...უფალმა აშოროს ისეთი ტკივილი ყველას, როცა ტირილის ძალაც არ შერჩება ადამიანს..."
"სიშორე და სიახლოვე მანძილით როდი იზომება . ზოგჯერ , აქვე , ახლოს , ბაღის ბოლოს შემოვლებული მესერი მეტ საიდუმლოს ფარავს , ვიდრე ჩინური კედელი , და პატარა გოგონას სული უფრო ძლიერ არის დაცული მისივე დუმილით , ვიდრე საჰარის ოაზისი–ქვიშით" – ეგზიუპერი
...სიცილი მიყვარს, თბილი და გულიდან წამოსული, ნამდვილი და გადამდები, ტკივილს რომ გიყუჩებს და სიცოცხლეს რომ გაგრძნობინებს.... ცრემლებიც მიყვარს, ოღონდ სიყვარულის და ბედნიერების..