თეთრი აპრილები როგორ გადიან დათითქოს ვეღარაფერს ვხვდებით,ყველა გარდასული წლების ნაკვალევიშენს თმებს დასჩენია დედი.ყველა გაზაფხულზე თითო პაწაწინა
ია დამიკრიფავს შენთვის,
დღეს კი ყველა ერთად უკვე შეგროვილი
ხედავ კონა არის ერთი?...
როცა სადმე მარტოს მამგზავრებდი
ძლიერ გეშინოდა ვხვდები,
ჩემი სული შვილო,შენ თან მიგყვებაო-
-ამას მავედრებდი დედი...
დღეს კი შენი ლოცვის მადლი არის,
მე თუ სწორი გზებით ვივლი,
ვიცი არასოდეს გამრუდდება
შენი ნაკვალევი დედი...
და თუ ზამთრის სუსხმა ისევ ამატირა,
ისევ მომეფერე დედი,
მე კი შენს ოცნებებს მართლა ავასრულებ,
დ ე დ ა ს გ ე ფ ი ც ე ბ ი დ ე დ ი.
დიკა სალაყაია