დედა- ყველაზე ძვირფასი ადამიანი დედამიწაზე! დედა/დედიკო/დე - სიტყვა, რომელმაც ასაკი არ იცის. დედა - ადამიანი, რომელიც ჭირში თუ ლხინში, მუდამ შენს გვერდით დგას, დედა - ადამიანი, რომელმაც ცხრა თვე საკუთარი სხეულით და მთელი ცხოვრება საკუთარი გულით გატარა. დედა- ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად გაწირავს თავს შვილის სიცოცხლისთვის, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ძვირფასს, დარდის, მწუხარების, ბედნიერების, სიხარულის, სიამაყის გრძნობას შვილი წარმოადგენს. დღეს დედების დღეა, გაუფერადეთ მათ ეს ლამაზი დღე და კიდევ ერთხელ შეახსენეთ თქვენი სიყვარული მას. ნურასოდეს გაუნაწყენდებით მას, ნუ ეჩხუბებით, ნუ ატკენთ გულს წვრილმანების გამო, მას ხომ თქვენთვის საუკეთესო უნდა. პირიქით, მოეფერეთ, აკოცეთ, ჩაეხუტეთ, აგრძნობ