სიმღერით შესწავლილი ქართული ენა, ანუ ისრაელში დაბადებული ჩვენებური სიყვარული
......
როგორც ჩანს, სიყვარული შვილებს გენებით მართლა გადაეცემა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ებრაელი მომღერლის, შაი გალის ამბავი მოვისმინეთ. მისი მშობლები, ჩვენებური, ქართველი ებრაელები, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ამოვიდნენ ისრაელში და თან ქართული მიწის სიყვარული წამოიღეს.
ამაში გადაჭარბებული არაფერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ისრაელში დაბადებულ- გაზრდილი შვილი ქართულად არ და ვერ ამღერდებოდა. თანაც, უცნაური ისაა, რომ მან ჯერ სიმღერა დაიწყო ქართულად და შემდეგ კი — ლაპარაკი. პროფესიით ეკონომისტს დღეს საკუთარი კომპანია „SHAY GAL AFAKO" და ანსამბლი „Sunrise” აქვს. მის ქართულად ნამღერ სიმღერებს ისრაელში კარგად იცნობენ. ნიჭიერ მომღერალს ისრაელში დავუკავშირდით.
- შაი, როგორია თქვენი ცხოვრების ამბავი, მოგვიყევით…
— მე ვარ შაი გალი (გაგოლაშვილი), 28 წლის, ვცხოვრობ ისრაელში, ქალაქ ორ-იჰეუდაში, რომელიც თელ-ავივთან ახლოსაა. ისრაელში ვარ დაბადებული, სკოლაც აქ მაქვს დამთავრებული. ქართული ლაპარაკი და სიმღერა მშობლებმა მასწავლეს. ჩემი მშობლები ქართველი ებრალები არიან, ისინი ისრაელში 1973 წელს ჩამოვიდნენ. მაშინ როცა საბჭოთა კავშირმა პირველად გახსნა გზები და მათ სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცეს. დედა ცხინვალში დაიბადა, მამა — სურამში. ბედმა ისე ინება, რომ მათ ერთმანეთი ისრაელში გაიცნეს და შეუყვარდათ, რასაც ქორწინება და დაოჯახება მოჰყვა. ოჯახში სამი ძმა ვართ, მე უფროსი გახლავართ.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев