როცა ადამიანი სცოდავს, ზოგჯერ მას აქვს ერთი ისეთი კეთილი საქმე, რომელიც ღმერთს მთელ მის ცხოვრებაზე უფრო მეტად ესათნოება. შენ კი ბრალს სდებ და განიკითხავ მას. რა იცი შეცოდებამდე რამდენი უღვაწია, რამდენი კეთილი საქმე გაუკეთებია,რამდენი ცრემლი დაუღვრია,რამდენი ჭირი გადაუტანია,მაგრამ ღმერთმა ხომ იცის ყველა მისი შრომა და ჭირი და ამიტომ იწყალებს მას, შენ კი მხოლოდ ცოდვას ხედავ, სინანულს კი ვერა.
ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ ძმები დ უთხრეს: მამაო წამოდი ნახე, ჩვენს ძმას სენაკში ქალი ჰყავსო. როდესაც მივიდნენ წმ მამა მიხვდა, რომ ბერმა ქალი კასრში დამალა, მივიდა თითონ და ამ კასრზე დაჯდა, ძმებს კი უბრძანა სენაკში ყველგან მოეძებნათ ქალი, ხოლო როცა ვერ ნახეს უთხრა დაე ღმერთმა შეგინდოთო, შემდეგ დაარიგა: ,