შენ კი ბრალს სდებ და განიკითხავ მას. რა იცი შეცოდებამდე რამდენი უღვაწია, რამდენი კეთილი საქმე გაუკეთებია,რამდენი ცრემლი დაუღვრია,რამდენი ჭირი გადაუტანია,მაგრამ ღმერთმა ხომ იცის ყველა მისი შრომა და ჭირი და ამიტომ იწყალებს მას, შენ კი მხოლოდ ცოდვას ხედავ, სინანულს კი ვერა.
ერთ წმინდა მამასთან მივიდნენ ძმები დ უთხრეს: მამაო წამოდი ნახე, ჩვენს ძმას სენაკში ქალი ჰყავსო. როდესაც მივიდნენ წმ მამა მიხვდა, რომ ბერმა ქალი კასრში დამალა, მივიდა თითონ და ამ კასრზე დაჯდა, ძმებს კი უბრძანა სენაკში ყველგან მოეძებნათ ქალი, ხოლო როცა ვერ ნახეს უთხრა დაე ღმერთმა შეგინდოთო, შემდეგ დაარიგა: ,, ადვილად არ ირწმუნოთ მოყვასზე ბრალდებაო''. ძმები კი გარეთ გაუშვა და მარტო დარჩა ჩემცოდესთან, მოეფერა ძმას და სიყვარულით უთხრა: ,,დაფიქრდი შენს სულზე ძმაო''. იმ ძმას მაშინვე შერცხვა, მოლბა, ბერის კაცთმოყვარეობამ და სიყვარულმა უმალ იმოქმედა და იმ დღის შემდეგ სამუდამოდ განეშორა ცოდვას.
ასე რომ ძმებო ვინც სხვის სარგებელს ეძებს, ის ანგელოზებს ეხმარება და მათთან ერთად ცდილობს ძმის ცოდვების დაფარვას და სიყვარულით მკურნალობს მას.
წმ აბბა დოროთე
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев