რამდენი ეტაპი უნდა გავიაროთ ნეტავ ცხოვრებაში , რამდენი გამოცდა, ბედნიერი
და მწუხარე დღეები...რთულია... ყოველი წამის მოახლოება გამოცდაა, რადგან
არიცი იმ ერთმა წამმა რა შეიძლება მოგიტანოს და თუ თავს არ დაუხრი, ამაყად
შეხვდები და იბრძოლებ, გამოცდას აუცილებლად ჩააბარებ, ყოველ შემთხვევაში
შემდეგ ეტაპზე გადასასვლელ "ქულას" მაინც დააგროვებ... და ასე დაუსრულებლად
სხვადასხვა ეტაპების გავლა მოგიწევს, გამოცდიდან გამოცდამდე, იქამდე სანამ
ცხოვრებას არ ისწავლი და ეს როდის იქნება?! მაშინ როცა დრო აღარ დარჩება,
ამ ქვეყნიური ცხოვრების დრო... აი მაშინ მიხვდები როდის რა ნაბიჯი უნდა
გადაგედგა... ყველას, ყველას აქვს ეს გზა გასავლელი... მარადიული არაფერია
და სწორედ ამიტომ უნდა შეგწევდეს უნარი ადამიანის მ