სამარხვო ფუნთუშები
მომზადების წესი:
1 ს|კ საფუარი გავხსნათ ცოტა თბილ წყაში და ვაცადოთ ამოფუება.
თავზე მოვათავსოთ 5 ჭიქა ფქვილი,დაახლოებით 150 გრ. შაქარი(ან ცოტა მეტი,მაგრამ დიდი ხანი დასჭირდება ამოსვლას),1 ვანილი, 100 მლ. ზეთი, დროჟი,ბოლოს კი-თბილი წყალი და მოვზილოთ ფაფუკი ცომი.
ცომს გადავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილზე. რომ ამოფუვდება ჩავზილოთ და ისევ ვაცადოთ ამოსვლა. შემდეგ ცომისგან გავაკეთოთ პატარ-პატარა გუნდები და თითოეულს მივცეთ სასურველი ფორმა.მოვათავსოთ ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე და გავაჩეროთ 15-20 წუთი. ღუმელში შედგმის წინ თავზე წავუსვათ ზეთისა და წყლის ნარევი სითხე.
გამომცხვარ ფუნთუშებს სურვილისამებრ გადავუსვათ შაქრის გლაზური(სიროპი).