მე ქართველი ვარ და ქართველი ვიქნები მანამ, სანამ იქნება ცა და მიწა სიკვდილის კართან. მე კავკასიონს უნდა ვუთხრა: შენი ვარ მანამ, სანამ იქროლებს ორ ზღვას შუა მშფოთვარე ჰავა. მე და დაღლილი ნიკოფსიაც შევფიცავთ ძმობას, როცა ოცნების ქარიშხალით დარუბანდს მოვრთავთ. სვეტიცხოველი ნაღვლიანი აგვინთებს სანთელს, და ქართველურ სულს მოუპოვებს იმიერ ნათელს. მოვეფერები ყველა გურულს მეგრელს და ქართლელს... სანამ იქნება ეს სამყარო სიცოცხლის დარად, სანამ იქნება საქართველო ავად თუ კარგად
მივდივარ მგზავრი და მჯერა, რომ შევხვდები,
სიკვდილთან მავალი, სიცოცხლის ნაპირებს.
იქ სადაც რწმენა და სულია მთავარი,
ქართველი სიკვდილთან სიცოცხლეს აპირებს!