აუხდენელი ოცნებები
ქარს გავატანე
და უარს ვამბობ მოლოდინზე,
რაც არ გამართლდა,
დარდადქცეული სიყვარული მე
არ მჭირდება,
ის ჩემს ცრემლებთან და
ტკივილთან ერთად დამთავრდა,
რასაც სხვისთვის ვწერ, გთხოვ,
შენს თავზე ნუღარ მიიღებ,
ახლა ეს გული არაფერს გთხოვს,
უკვე დაწნარდა,
ჩემს სტრიქონებს კი სულ სხვა
გულის სინანულს ვუძღვნი
და იმ იმედებს, აუხდენელ
ნატვრას რომ ახლდა,
მე ჩემს ცხოვრებას შენს
სიყვარულს აღარ დავუთმობ,
ისიც მეყოფა, დამიჯერე, რაც
თავს გადამხდა,
ჩემს გზას ვაშენებ ზუსტად
ისეთს, როგორიც მინდა,
წარსულს ვაჩუქე სიყვარული
შენ რომ არ გწამდა,
ბედნიერებას გულში ვიკრავ და
გზას მივყვები,
გულში, რომელიც უშენობით
უფრო დაწყნარდა,
აღარ მჭირდება მოწყალება,
შენი ხელიდან,
რადგანაც შენი სიყვარული უკვე
დამთავრდა..
რომ მომენატრები ვიწყებ შენზე ფიქრებს.
ხან მზეს ვეფერები, ხან ამ ცის ნაპირებს.
რომ მომენატრები უცებ მახსენდები
და ამ ჩემს ბაგეზე ღიმილს ვეღობები
ჩემთვის დავდივარ და როგორც გიჟი ქალი,
ვიცი არ მოხვალ და მაინც გელოდები.
რომ მომენატრები წვიმას ვეგებები,
შენ თუ კი არ მოხვალ წვეთებს შევეხები.
გარეთ დავდგები და ზეცას შემოვძახებ,
იცი მომენატრე წრფელი მონატრებით!
უკვე სხვა ქალი ვარ... უფრო ლმობიერი....
უფრო ძლიერი და უფრო გონიერი.
თითქოს ახლა ვდგები ბედის გასავალზე
და შენ აგირჩიე ამ გზის გასაყარზე.
რომ მომენატრები, ბაღის კიდეს ვჯდები,
და ამ ჩემი ლექსის გადაკითხვით ვტკბები.
თითქოს აღარ მახსოვს,თითქოს დამავიწყდა,
გუშინ რომ გითხარი როგორ მიყვარდები.
რომ მომენატრები იცი რა მახარებს?
ქვეყნად არაფერი სულ
თუ გიყვარს ტაძართან უბრად ნუ ჩაივლი,
მადლობდე,მუხლებზე დაუდექ ზეციერს,
ცრემლიან სავალსაც იოლად გაივლი
და ყოველ ალიონს ღიმილით ეწვიე...
გახსოვდეს სიყვარულს სჭირდება იმედი,
იმ გზებით იარე,ტაძარში რომ მიყავს,
სითბო და ღიმილი არ კმარა მცირედი,
სამყაროს გაათბობ,ნამდვილად თუ გიყვარს...