ხან მზეს ვეფერები, ხან ამ ცის ნაპირებს.
რომ მომენატრები უცებ მახსენდები
და ამ ჩემს ბაგეზე ღიმილს ვეღობები
ჩემთვის დავდივარ და როგორც გიჟი ქალი,
ვიცი არ მოხვალ და მაინც გელოდები.
რომ მომენატრები წვიმას ვეგებები,
შენ თუ კი არ მოხვალ წვეთებს შევეხები.
გარეთ დავდგები და ზეცას შემოვძახებ,
იცი მომენატრე წრფელი მონატრებით!
უკვე სხვა ქალი ვარ... უფრო ლმობიერი....
უფრო ძლიერი და უფრო გონიერი.
თითქოს ახლა ვდგები ბედის გასავალზე
და შენ აგირჩიე ამ გზის გასაყარზე.
რომ მომენატრები, ბაღის კიდეს ვჯდები,
და ამ ჩემი ლექსის გადაკითხვით ვტკბები.
თითქოს აღარ მახსოვს,თითქოს დამავიწყდა,
გუშინ რომ გითხარი როგორ მიყვარდები.
რომ მომენატრები იცი რა მახარებს?
ქვეყნად არაფერი სულ, რომ არ მადარდებს.....
უნდა დავიჯერო მე ეს სიყვარული
მხოლოდ იმიტომ რომ შენს თავს მომანატრებს.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2
და რაც ჩემია, იმას, არ ვკარგავ,
უკვე გიპოვნე და ჩვენს ბილიკებს,
ამ სიყვარულის ფერებში ვხატავ,
სიფრთხილე ჩემი იარაღია,
რომელსაც არსად, არასდროს ვკარგავ,
მე ფეხაკრეფით მოვედი შენთან
და გულისპირზე სიყვარულს ვქარგავ,
თან ყველა ნაბიჯს, ისევ, გითანხმებ,
ჩემს ცხოვრებას კი ოცნებას ვპარავ,
მე შენს ღიმილში დავეძებ სიტყვებს,
რომელთაც, ბაგის კუთხეში, მალავ,
ახდენილ ნატვრას შენში ვპოულობ,
ბედნიერი ვარ, ახლოს რომ, მყავხარ
ჩემი გულიდან ვეღარ გაგიშვებ,
რადგან, ყველაზე მეტად, მიყვარხარ..