ჩვენი გამომშვიდობება მაინც შედგა.მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობასთან ბრძოლა წამით არ შეგვიწყვეტია და მის გარდაცვალებაზე ფიქრიც არ დამიშვია არც ერთი წუთით...ჩვენ ორმა კარგად ვიცოდით, რა იყო ჩვენი ურთიერთობა.ეს იყო სიყვარული, რომელიც მთლიანად სცდებოდა ოჯახის სავალდებულო წევრობის ნორმებს,პატივისცემის და მოთმინების ვალდებულებას. ეს იყო სიყვარული 16 წლის წინ დაბადებული და დღემდე გაზრდილი, ვეებერთელად ქცეული, ძალდაუტანებელი, სიხარულიანი, ტკივილნარევ დროსთან ერთად კიდევ უფრო ნამდვილი....
მე ვერ დავამშვიდებ მის ვაჟიკოს, ვერც გელას, ვერც მის საყვარელ შვილიშვილებს, ვერცერთ ახლობელს, რადგან ეს ადამიანი იმსახურებდა, რომ ყველამ განუზომლად დიდი, აუნაზღაურებელი დანაკლისი ვიგრძნოთ მის გამო. მხოლოდ დავამშვიდებ მის 9 წლის მონატრებულ ბესოს, მან გაიმარჯვა,მას ჩავაბარეთ...
სავსე ვარ ტკივილით, სევდით და მადლიერებით.
მეგონა, თუ წამით მაინც დავუშვებდი, რომ ყველაფერი მთავრდება, მთელი სამყარო იგრძნობდა, მეგონა, რომ ამ განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა. მთავარი ის იყო, ოღონდ საავადმყოფომდე მიგვეღწია და მერე უშველიდნენ...ვერ დავივიწყებ ბოლო გამოხედვას, ტირილნარევს...უკვე ვიცი, რა ჰქვია ამას, ვიცი რომ ზუსტად იგრძნო დასასრული.
და ბოლოს, მადლობა რომ იყო....და მადლობა, რომ ასე ვუყვარდი....ასე მიყვარდა.....
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5